ამსტერდამში რაგბი ევროპის მეორე ტურის შეხვედრა დასრულდა.

ამსტერდამში, რაგბი ევროპის მეორე ტურის შეხვედრაში, „ნარინჯისფერებმა" „ბორჯღალოსნებს" უმასპინძლეს.

შეხვედრა „ბორჯღალოსანთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა


ნიდერლანდები - საქართველო 9:40(3:12)

შეხვედრის მსვლელობაში „ბორჯღალოსნებმა" ევროპის ჩემპიონატზე გატანილი მე-500 ლელო (გიორგი ჭყოიძე)  მიითვალეს,  შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, მათ სულ, ევროპის ჩემპიონატზე გატანილი 502 ლელო დაუგროვდათ.

ორი ტურის შემდეგ „ბორჯღალოსნებს" 10 ქულა აქვთ და მათ ნახევარფინალში თამაში გაინაღდეს. 4 ქულით მეორე ადგილზე მყოფი ესპანელები ხვალ გერმანიაში თამაშობენ, ხოლო ჯგუფური ტურნირის დასკვნით შეხვედრაში, 18 თებერვალს კი, საქართველოს უმასპინძლებენ.