რუმინეთის ქალაქ იასიში დასრულდა ქალთა შორის ჭადრაკში ევროპის 21-ე ჩემპიონატი
დასკვნით ტურში სომეხმა ელინა დანიელიანმა ესტონელ მაი ნარვას სძლია და 11 შესაძლებლობიდან 9 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონის წოდება მოიპოვა. ელინა დანიელიანი პირველი სომეხი მოჭარდაკე ქალია, რომელმაც ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა. ბოლო, მე-11 ტურის შეხვედრებში მერი არაბიძემ რუმინელ მიჰაელა სანდუს სძლია, ნინო ბაციაშვილმა ბულგარელ გაბრიელა ანტოვას, ნია დოღვანმა კრისტინა ნოვოსადოვას, ბელა ხოტენაშვილმა უკრაინელ იულია ოსმაკთან შეხვედრა დაასრულა ყაიმით, ლელა ჯავახიშვილი კი სერბ ტეოდორა ინჟაკს დაუზავდა. 1. ელინა დანიელიანი (სომხეთი) - 9 2. იულია ოსმაკი (უკრაინა) - 8,5 3. ოლივია კიოლბასა (პოლონეთი) - 8 4. ნატალია ბუკსა - (უკრაინა) - 8 5. ანა სარგსიანი (სომხეთი) - 7.5 6. გულნარ მამადოვა (აზერბაიჯანი) - 7.5 7. ბელა ხოტენაშვილი (საქართველო) - 7.5 8. მაი ნარვა (ესტონეთი) - 7.5 9. მერი არაბიძე - (საქართველო - 7.5 10. ლეია გარიფულინა (რუსეთი) - 7.5 11. ოლგა ბედელკა ( - 7.5 12. დეიმანტე დაიტე-კორნეტი (საფრანგეთი) - 7.5 13. სოფი მილიეტი (საფრანგეთი) - 7.5 14. ნინო ბაციაშვილი - 7.0 17. ლელა ჯავახიშვილი - 7.0 82. ნია დოღვანი - 5.0 ჩემპიონატში სულ 117 მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობდა. ყველაზე მაღალი რეიტინგები ქართველ მოჭადრაკეებს ჰქონდათ (ნინო ბაციაშვილი- 2487, ბელა ხოტენაშვილი - 2471, და ლელა ჯავახიშვილი - 2470). გამარჯვებულ ელინა დანიელიანს მე-15 რეიტინგი ჰქონდა (2407), მერი არაბიძეს მე-7 (2438), ნია დოღვანს კი 107-ე (1902). ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატი 2000 წლიდან ტარდება. ქართველი მოჭადრაკე 2017 წელს იყო ევროპის ჩემპიონი (ნანა ძაგნიძე), ვერცხლის მედლები ქართველ მოჭადრაკეებს სამჯერ აქვთ მოპოვებული (2013 - სალომე მელია, 2015 - ნინო ბაციაშვილი, 2018 - ნანა ძაგნიძე), ბრინჯაოს მედალი კი ერთხელ (2014 წ - სალომე მელია) ევროპის ჩემპიონები სხვადასხვა წლებში იყვნენ: რუსები შვიდჯერ (2004 - ალექსანდრა კოსტენიუკი, 2007, 2009 - ტატიანა კოსინცევა, 2012, 2014, 2018 - ვალენტინა გუნინა, 2019 - ალინა კაშლინსკაია)და უკრაინელები ხუთჯერ (2000, 2015 - ნატალია ჟუკოვა, 2005, 2008 - კატერინა ლაგნო, 2016 - ანა უშენინა). ორჯერ (2003, 2010) გახდა ევროპის ჩემპიონი შვედი პია კრამლინგი. თითოჯერ იყვნენ ევროპის ჩემპიონები ალმირა სკრიპჩენკო (2001- მოლდოვა), ანტოანეტა სტეფანოვა (2002 - ბულგარეთი), ეკატერინა ატალიკი (2006 - თურქეთი), ვიქტორია ჩმილიტე (2001 - ლიეტუვა), ჰოანგ თან ტრანგი (2013 - უნგრეთი)