ხვიჩა კვარაცხელიას არ აქვს თავში ავარდნილი, ძალიან თავმდაბალია, ძალიან ჩუმი მოთამაშეა, მხოლოდ მოედანზე ლაპარაკობს. ვფიქრობ თავმდაბლად დარჩენა ყველაზე მნიშვნელოვანია, - ამბობს პსჟ-ს ფრანგი გულშემატკივარი.
„საუკეთესო ფეხბურთელი ამ მომენტში, რომელსაც შეუძლია ოქროს ბურთის მოგება უსმან დემბელე და კვარაცხელიაა. ამ ორს შეუძლია ოქროს ბურთის მოგება.
რატომ უნდა მოიგოს ოქროს ბურთი კვარაცხელიამ?
- მას შესანიშნავი ტექნიკა აქვს, შეტევაში შესანიშნავია, დაცვაში ყოველთვის ჩამოდის ბურთის დასაბრუნებლად. ის ძალიან ბევრს მოძრაობს და „თამაშს აკეთებს“. როცა ბურთს ურტყამს, გოლი გარდაუვალია. მას გოლი მაშინ გააქვს, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება, ყველაფერს აძლევს პსჟ-ს. თავის ენერგიას გადასცემს გუნდს, თავდასხმაში, დაცვაში, ყველგან არის. მას არ აქვს თავში ავარდნილი, ძალიან თავმდაბალია, ძალიან ჩუმი მოთამაშეა, მაგრამ იმსახურებს ოქროს ბურთს. ვფიქრობ თავმდაბლად დარჩენა ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ვნახეთ რა დაემართა მბაპეს, ის ძალიან კარგი მოთამაშეა, მაგრამ... აი კვარა კი ჩუმადაა, მაგრამ თავის საქმეს აკეთებს. ის მხოლოდ მოედანზე ლაპარაკობს. მე ის პრესკონფერენციაზე ვნახე, მე არ ვსაუბრობ ბევრს, მოედანზე გაჩვენებთ ყველაფერსო“, - ამბობს პსჟ-ს ფრანგი გულშემატკივარი.










