პრაღაში, ხმლით მოფარიკავეებს შორის მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირზე გიორგი ურუშაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ჯგუფში 5-დან 5 მოგებული ბრძოლის შემდეგ, უპირატესობით T128 გამოტოვა და პირდაპირ, T64-ში შევიდა. ამის შემდეგ, კიდევ 3 ბრძოლა მოიგო და მეოთხედფინალში დაიმკვიდრა ადგილი, სადაც პოლონელ მეტოქეს დიდი ანგარიშით, 15:5 სძლია და ნახევარფინალში გადავიდა, თუმცა თურქ სპორტსმენთან ბრძოლა 15:10 დათმო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ტურნირში, 150 სპორტსმენი მონაწილეობდა.