ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შოვში, 2023 წლის სტიქიის ზონაში ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები განხორციელდება

რაჭაში მიმდინარე სამუშაოების გაცნობის ფარგლებში ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, შოვშიც იმყოფებოდა.

2023 წლის 3 აგვისტოს სტიქიის ზონაში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებთან შეთანხმებით, ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოებს განახორციელებს - ნათქვამია სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.