თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა გარდაცვლილი იპოვეს.
ამ დროისთვის უცნობია გარდაცვალების მიზეზი. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
"აიპრესი" მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. ამ დროისთვის უცნობია რა მუხლით დაიწყო გამოძიება და სხვა დეტალები.
როგორც კი უწყებისგან ინფორმაციას მივიღებთ, "აიპრესი" მას მკითხველს შესთავაზებს.








