ასეთი განცხადება მიშელ პლატინიმ ასეთი განცხადება გააკეთა Canal+-ის გადაცემაში „საფეხბურთო კლუბი".
კვირას, 30 აგვისტოს, ლონდონში 26 ოქტომბერს გასამართ „ოქროს ბურთის" 70-ე ცერემონიალამდე რამდენიმე კვირით ადრე, Canal+-ის გადაცემა „საფეხბურთო კლუბში" მიწვეულმა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა კაპიტანმა და „ოქროს ბურთის" სამგზის მფლობელმა, მიშელ პლატინიმ, სავარაუდო გამარჯვებულთან დაკავშირებით თავისი პოზიცია გამოხატა.
https://www.facebook.com/share/v/18QUECU4cU/
კითხვას, ვინ არის მისი ფავორიტი, მიშელ პლატინიმ უპასუხა, რომ უპირატესობას „პარი სენ-ჟერმენის" ფლანგზე მოთამაშე შემტევ კვარას ანიჭებს.
„მე პატარა ფსონს ვდებ (Je mets une petite pièce / mettre une pièce სიტყვასიტყვით ნიშნავს „მე პატარა ფსონს დავდებ"/„მე მცირეოდენ თანხას დავდებ"; ფრანგები საუბარში ამ გამოთქმას გამოიყენებენ, როდესაც სურთ თქვან, რომ იმედი აქვთ, მაგრამ არ არიან დარწმუნებულები ანუ ფრთხილ პროგნოზს აკეთებენ) „პარი სენ-ჟერმენის" მოთამაშე კვარაზე“, - თქვა უეფას ყოფილმა პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა ქართველი შემტევის მნიშვნელობას (10 გოლი, 7 საგოლე გადაცემა) მის კლუბთან, „პარი სენ-ჟერმენთან" ერთად მეორე ევროპული ტიტულის მოგებაში.
მან უეფას ჩემპიონთა თასი მოიგო. „ამიტომ მასზე მცირე ვდებ; არ ვამტკიცებ, რომ ის ფავორიტია, მაგრამ მცირე ფსონს ვდებ“, - თქვა პლატინიმ.
ოქროს ბურთის სხვა პრეტენდენტებიდან პლატინიმ ოთხი ფეხბურთელი გამოყო:
„ვფიქრობ, ყველაზე ეფექტური კილიანია. როგორც ვნახეთ, გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი როდრია; მან მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან კარგად იასპარეზა. ყველაზე წარმოუდგენლად ნიჭიერი მოთამაშე ლამინ იამალია. ფაბიან რუისი კი ყველაფერი მოიგო“.
მიშელ პლატინიმ ასევე ახსენა მაიკლ ოლისე, თუმცა, იგი არ დაუსახელებია პრეტენდენტებს შორის, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში მისი თამაშის დონემ იკლო და არაფერი უთქვამს ჰარი კეინზე, რომელიც საფეხბურთო სპეციალისტთა მნიშვნელოვანი ნაწილის აზრით, „ოქროს ბურთის" მოპოვების ერთ-ერთი რეალური კანდიდატია.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




