უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალის მორიგი ორი მატჩი გაიმართა.

„პარი სენ-ჟერმენის" და ბარსელონას შეხვედრაში სტუმრებმა პირველი ტაიმი 37-ე წუთზე  რაფინიას გატანილი გოლით მოიგეს.

მეორე ტაიმის დაწყებიდან სამ წუთში უსმან დემბელემ წონასწორობა აღადგინა, კიდევ სამ წუთში კი ვიტინიამ მასპინძლები წინ გაიყვანა. 

61-ე წუთზე რაფინიამ მეორედ შეარხია მასპინძელთა კარის ბადე, 77-ე წუთზე კი ანდრეას კრისტენსენმა, რომელიც მინდორზე ორის წუთის წინ იყო შესული, მესამე გოლი გაიტანა.


მადრიდში „ატლეტიკომ" დორტმუნდის „ბორუსიას" პირველი ტაიმი 2:0 მოუგო. გოლები მე-4 წუთზე როდრიგო დე პაულმა და 32-ე წუთზე ლინომ გაიტანეს.

შეხვედრის 81-ე წუთზე სებასტიან ჰალერმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა.