საფრანგეთის ლიგა 1-ში ოცდამეთოთხმეტე ტურის შეხვედრები დასრულდა.
ბოლო წლების უცვლელი ჩემპიონი, „პარი სენ-ჟერმენი“, ბოლო ტურში პარიზულ დერბიში დამარცხდა.
ვადაზე ადრე კვლავ გაჩემპიონებული „პარი სან-ჟერმენი“ 50-ე წუთზე ბრედლი ბარკოლას მიერ გატანილი გოლით დაწინაურდა და მოგებიან ანგარიშს 76-ე წუთამდე, მაგრამ ალიმან გორიმ ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგი თავისი გუნდი წინ გაიყვანა.
აღსანიშნავია, რომ „პარი სენ-ჟერმენს“ 68-ე წუთისთვის შვიდი ფეხბურთელი (27' უსმან დემბელე - ტრავმა, 46' ლუსეა, 58' ბრედლი ბარკოლა, ხვიჩა კვარაცხელია, უორენ ზაირე-ემერი, 68' ვიტინია) ჰყავდა შეცვლილი.
„პარიზი“ - „პარი სენ-ჟერმენი“ 2:1(0:0)
გოლები: 50' ბრედლი ბარკოლა 0:1, 76' და 90+4' ალიმსან გორი 1:1 და 2:1
ხვიჩა კვარაცხელიამ 2025-2026 წლების ჩემპიონატში 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა, ჩემპიონთა ლიგაზე კი მას 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემა და აქვს და წინ ფინალური შეხვედრა ელის.
„ბრესტი“ -ანჟე“ 1:1(0:0)
„ლილი“ 0 ოსერი“ 0:2(0:1)
„ლიონი“ - „ლანსი“ 0:4(0:3)
„ლორიანი“ - „ჰავრი“ 0:2(0:1)
„მარსელი“ - „რენი“ 3:1(2:0)
„ნიცა“ - „მეცი“ 0:0
„სტრასბურგი“ - მონაკო“ 5:4(1:3)
„ნატი“ - „ტულუზა“ შეწყდა გულშემატკივართა უწესრიგობის გამო.
გიორგი წიტაიშვილის (ტრავმის გამო არ უთამაშია), გიორგი ქვილითაიას (სრულად ითამაშა) და გიორგი აბუაშვილი (75-ე წუთზე შეცვალეს) „მეცი“ გავარდა. ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“, რომელმაც ლიგა 2-ში მესამე ადგილი დაიკავა, პლეი-ოფში „ნიცას“ შეხვდება.
22.05 „სენტ-ეტიენი“ - „ნიცა“
25.05 „ნიცა“ - „სენტ-ეტიენი“




