პორტუგალიის ლიგაში მეთერთმეტე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს, ავსტრიის ბუნდესლიგაში კი მეცამეტე ტური დასრულდა.
გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგი“ აზორის კუნძულებზე პონტა-დელგადას „სანტა კლარას“ ესტუმრა და მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა.
გიორგი ქოჩორაშვილი ისევ სათადარიგოთა სკამზე იყო.
„სანტა კლარა“ - „სპორტინგი“ 1:2(1:1)
გოლები: 5' ვინისიუს ლოპესი 1:0, 32' პედრო გონსალვეში 1;1, 90+4' მორტენ ჰიუმლანდი 1:2
გაძევება: 90+1' მაქსიმილიანო არაუხო („სპორტინგი“, წითელი ბარათი), 90+6' ლიმა პენა დელიმა („სანტა კლარა“, მეორე ყვითელი)
ავსტრიის ბუნდესლიგაში„შტურმმა“ ლიდერს, „ზალცბურგს“, უმასპინძლა და მასთან ერთად გალიდერების შანსი ვერ გამოიყენა. შეხვედრა ფრედ დასრულდა. მასპინძელთა მიერ გატანილი გოლის თანაავტორი ოთარ კიტეიშვილი (Flashscore 7.9) იყო. მწვრთნელმა იგი 82-ე წუთზე შეცვალა.
„შტურმი“ - „ზალცბურგი“ 1:1(1:0)
გოლები: 46' ლეონ გრგიჩი (ოთარ კიტეიშვილი) 1:0, 65' იორბე ვერტესენი 1:1




