მერმა სოფელ ოფშკვითის ცენტრში სარეკრეაციო ზონის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. დაგეგმილია შადრევნისა და საბავშვო სივრცის მოწყობა და გარეგანათების დამონტაჟება.
„უკვე დასრულებულია მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოები, მიმდინარეობს ბილიკების მოწყობა. ჩვენთვის პრიორიტეტულია სამუშაოების შესრულების მაღალი ხარისხი“,- განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ. ოფშკვითში, სკვერის მოწყობის პროექტი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.




