ავსტრიის ბუნდესლიგაში ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდების ფინალური ტურნირის ბოლოსწინა ტურის შეხვედრები დასრულდა.
ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ გასვლაზე ვენაში „რაპიდთან“ 1:3(0:2) დამარცხდა.
ოთარ კიტეიშვილი (Flashscor - 6,7), რომელიც წელს ზედიზედ მეორედ დასახელდა ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად, მინდორზე პირველიდან ბოლო წუთამდე იყო.
„შტურმმა“დამარცხების მიუხედავად შეინარჩუნა პირველი ადგილი, თუმცა თუ ბოლო ტურში „აუსტრია“ გაიმარჯვებს, „შტურმი" კი შინ „ვოლფსბერგერთან“ დამარცხდება, ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის გამო პირველ ადგილზე „აუსტრია“ გავა. თუ „აუსტრია“ ვერ გაიმარჯვებს და „შტურმი“ „ვოლფსბერგერთან“ დამარცხდება, ჩემპიონი „ვოლფსბერგერი“ გახდება.
ამრიგად ჩემპიონობის შესანარჩუნებლად „შტურმმა“ „ვოლფსბერგერთან“ შეხვედრა არ უნდა წააგოს.
დარჩენილი შეხვედრები:
24.05 „შტურმი“ - „ვოლფსბერგი“
24.05 „აუსტრია“ - „ლინცი“
24.05 „ზალცბურგი“ - „რაპიდი“
თანაბარი ქულების (და ერთმანეთს შორის შეხვედრებში უპირატესობის არქონის დროს) შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება:
გუნდს, რომელსაც ბურთების უკეთესი სხვაობა აქვს;
გუნდს, რომელსაც მეტი გოლი აქვს გატანილი;
გუნდს, რომელსაც ნაკლები წაგება აქვს;