ავსტრიის ბუნდესლიგაში ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართა. 

ავსტრიის ბუნდესლიგის წინა ორი სეზონის გამარჯვებულს, ოთარ კიტეიშვილს და გიზო მამაგეიშვილის „შტურმს“ ზედიზედ მესამე, ჩემპიონობის მოსაპოვებლად სახლში „რაპიდთან“ გამარჯვებასთან ერთად ლიდერის, ლინცის „ლასკის“ ვენაში „აუსტრიასთან“ დამარცხება ესაჭიროებოდა.

„შტურმმა“ შეხვედრის მიწურულს შეძლო პირველი ტაიმის შუა წუთებიდან ათი კაცით დარჩენილი „რაპიდის“ გოლების გატანა და 2:0 გაიმარჯვა, მაგრამ თავისი შანსი ასევე არ გაუშვა ხელიდან „ლინცმა“, რომელმაც ვენაში მასპინძლებს სამი მშრალი გოლი გაუტანა.

ოთარ კიტეიშვილი (Flashscore - 8,0) მინდორზე პირველიდან ბოლო წუთამდე იყო გიზო მამაგეიშვილი (Flashscore - 7,4) კი მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობიდან გუნდის შეკრებაზე ერთი წუთით დაგვიანების გამო ამორიცხა შეცვლაზე 62-ე წუთზე შეიყვანა.

„ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით ჩვენს გზას და დისციპლინა უბრალოდ მისი ნაწილია. მან მიიღო გადაწყვეტილება და გუნდს ბოდიში მოუხადა“, - განმარტა „შტურმის“ მწვრთნელმა ინგოლიჩმა სასტარტო შემადგენლობაში გიზო მამაგეიშვილის ნაცვლად მორის მელოუნის დაყენების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ გამოცემა „დღეს“ ცნობით, ბოლო ტურის შეხვედრების წინ „შტურმის“ დიდმა გულშემატკივარმა, ცნობილმა შეფმზარეულმა,ლ იოჰან შმუკმა, რომელიც გრაცის „შტურმის“ დიდი გულშემატკივარია, „შტურმის“ და „აუსტრიას“ ფეხბურთელთა მოტივაციის გაზრდის მიზნით მათთვის „მცირე ქრთამის“ შეთავაზება გადაწყვიტა. კერძოდ, იგი შეჰპირდა „შტურმის“ და „აუსტრიას“ მხრიდან გოლების გამტანებს, რომ ისინი შტაინცში მდებარე მის რესტორან „ტერრაში“ მთელი სიცოცხლის მანძილზე უფასოდ ისადილებდნენ.

რესტორანი „ტერრა“, რომელსაც Gault & Millau-ის მიერ მზარეულის ოთხი ქუდი აქვს მინიჭებული და „მიშელინის“ მიერ არის რეკომენდებული, ავსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რესტორანია. ამჟამად იქ კომპლექსური მენიუ 165 ევრო ღირს.

„შტურმი“ - „რაპიდი“ 2:0(0:0)
გოლები: 88' გიზო მამაგეიშვილი, 90+2' შტეფან ჰირლანდერი 2:0
გაძევება: 22' იუსუფ დემირი („რაპიდი“, წითელი ბარათი)

 
„აუსტრია“ - „ლასკი“ 0:3(0:2)

„ზალცბურგი“ - „ჰარტბერგი“ 1:3(0:2)




საფეხბურთო კლუბმა ლინციდან ავსტრიის ბუნდესლიგის ოქროს მედლების კვლავ მოპოვება 62-წლიანი ლოდინის შემდეგ შეძლო.

ავსტრიის ბუნდესლიგის ბომბარდირი 15 გატანილი გოლით ოთარ კიტეიშვილი გახდა.