ეს არის ძალიან მაგარი და აღსანიშნი ფაქტი. ფეხბურთელები ძალიან მადლიერები ვართ, - ასე გამოეხმაურა ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი ეროვნული ნაკრებისთვის ბიძინა ივანიშვილის და ფონდი „ქართუსგან“ გადაცემულ ჯილდოს გადაცემაში „იმედი LIVE“.

„ეს არის ძალიან მაგარი და აღსანიშნი ფაქტი.ჩვენმ  ფეხბურთელები ძალიან მადლიერები ვართ. მსგავსი ინიციატივა ძალიან დასაფასებელია, რადგან ეს ყველაფერი იწვევს ფეხბურთის წახალისებას, დადებით ძვრებს, რომელიც ფეხბურთს ძალიან გამოადგება. რაც უფრო დიდი იქნება იმ ადამიანების, ან ორგანიზაციების რაოდენობა, როგორი ინიციატივაც  გამოიჩინა ფონდმა „ქართუმ“ და ბიძინა ივანიშვილმა, ქართულ ფეხბურთს უფრო განავითარებს. ქართულ ფეხბურთს რა ემოციის მოტანაც შეუძლია ქართველი ხალხისთვის, ვნახეთ. ეს არის ის რაც გვჭირდება. ეს არის ის რაც გვჭირდეაბა, გავაგრძელოთ ერთად შრომა. რომ ქართული ფეხბურთი ნელა-ნელა კიდევ უფრო განვითარდეს და უფრო და უფრო გვქონდეს ის ბედნიერება, რაც განვიცადეთ ამ დღეების განმავლობაში“, - განაცხადა ოთარ კიტეიშვილმა "იმედი LIVE"-სთან. 

ცნობისთვის, ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ "ქართუსგან", ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარი გამოიყო - აღნიშნული თანხა ნაკრების წევრებმა პრემიის სახით, უკვე მიიღეს