ამერიკის ღია პირველობის 1/8 ფინალური დაპირისპირება, ესპანელ რაფაელ ნადალსა და ქართველ ნიკოლოზ ბასილაშვილს შორის ძალიან დრამატული გამოდგა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს ნომერი პირველი ჩოგანი ორჯერ დააბრეიქა და ერთხელ სეტიც მოუგო. 

საბოლოო ჯამში, შეხვედრამ 3 საათი და 22 წუთი გასტანა, ნადალმა 3:1 მოიგო.

პირველი და მეორე სეტი ესპანელმა ერთნაირი ანგარიშით 6:3, 6:3 მოიგო, მესამე სეტში კი ქართველმა მას მედგარი წინააღმდეგობა გაუწია და ტაიბრეიქით - 7:6 დაამარცხა..

მეოთხე სეტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ნადალი ბასილაშვილისგან აშკარად არ ელოდა ასეთ წინააღმდეგობას, თუმცა, ქართველმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და პირველ ჩოგანს ტოლი არაფერში დაუდო.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ნადალთან დამარცხდა, მაგრამ შეხვედრა ნამდვილად ჩაიწერება ისტორიაში, როგორც ქართველი ჩოგბურთელის ერთ-ერთი ყველაზე კარგი გამოსვლა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან ჩოგბურთელთან, რომელსაც საქართველოს პირველმა ჩოგანმა არაფერი დაუთმო.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობას ნადალთან ღირსეული მარცხით ემშვიდობება.

ფოტო: US Opens Tennis Championships