ლიონელ მესი ჟურნალისტებმა, ნაკრებების კაპიტნებმა და მწვრთნელებმა 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
აღსანიშნავია, რომ მესისთვის ეს მეხუტე ოქროს ბურთია.
ლეო მესიმ მარკო ვან ბასტენის, მიშელ პლატინისა და იოჰან კრუიფის რეკორდი მოხსნა და ზედიზედ 4-ჯერ (2009, 2010, 2011, 2012 წლები) გახდა წლის საუკეთესო ფეხბურთელი. მესი ოქროს ბურთის ფინალისტთა შორის ზედიზედ მეცხრედ მოხვდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. მან "ბარსასთან" ერთად მოიგო 5 ტიტული(ლა ლიგა, კოპა დელ რეი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერ თასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი). მან გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში, სადაც პეპ გუარდიოლას მიუნხენის "ბაიერნს" 2 გოლი გაუტანა. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ლეო უეფამ ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელად გასული წლის აგვისტოში დაასახელა.
ლეო მესის კონკურენტები ოქროს ბურთის ნომინაციაში მისი თანაგუნდელი ნეიმარი და კრიშტიანო რონალდო იყვნენ.




