ფრანგული სპორტული ჟურნალი „ეკიპი“ 2025 წლის „ოქროს ბურთის“ ფინალურ სტადიის მონაწილე ფეხბურთელთა სრულ რეიტინგს აქვეყნებს.
გასულ ორშაბათს, პარიზის თეატრ „შატლეში“, „ფრანს ფუტბოლის“ ყოველწლიური პრიზის, „ოქროს ბურთის“ მფლობელი გამოვლინდა და რაიმონ კოპას (1958), მიშელ პლატინის (1983, 1984, 1985), ჟან-პიერ პაპენის (1991), ზინედინ ზიდანის (1998) და კარიმ ბენზემას (2022) შემდეგ უსმან დემბელე გახდა მეექვსე ფრანგი ფეხბურთელი, რომელმაც პრესტიჟული პრიზი მოიგო, საფრანგეთი რვა ტიტულით კი, ყველაზე ტიტულიანი ქვეყნების სიაში ლიონელ მესის და არგენტინას შეუერთდა.
2024 წლისგან განსხვავებით, როდესაც „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელმა როდრიმ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა ვინისიუსი „რეალიდან“ და მათ შორის სხვაობა მხოლოდ 41 ქულა იყო, „პსჟ“-ს თავდამსხმელის გამარჯვება მის მთავარ მეტოქესთან, ლამინ იამალთან, გაცილებით დამაჯერებელი გამოდგა. ფრანგმა ესპანელს 321 ქულით აჯობა.
ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია, მეთერთმეტე ადგილზე გასულ პედრის ქულით ჩამორჩა.
უსმან დემბელე 69-ე გათამაშებაში ფიფას რეიტინგის სათავეში მყოფი 100 ქვეყნის ჟიურის წევრებმა 73-ჯერ დაასაახელეს პირველ ნომრად, ლამინ იამალს კი ეს პატივი ჟიურის 11 წევრისგან ხვდა წილად. პირველ ადგილზე 6-ჯერ დასახელდა ვიტინიაა, 4-ჯერ მოჰამედ სალაჰი,3-ჯერ აშრაფ ჰაკიმი, თითო-თითოჯერ კი კილიან მბაპე, ხვიჩა კვარაცხელია და სკოტ მაკტომინეი. ეს ორი უკანასკნელი, „ეკიპის“ თქმით, პირველ ადგილზე დაასახელეს ჟიურის წევრებმა, შესაბამისად, საქართველოდან და შოტლანდიიდან.
1. უსმან დემბელი („პარი სენ-ჟერმენი“) - 1380 ქულა
2. ლამინ იამალი („ბარსელონა“) - 1059 ქულა
3. ვიტინია („პარი სენ-ჟერმენი“) - 703 ქულა
4. მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“) - 657 ქულა
5. რაფინია („ბარსელონა“) - 620 ქულა
6. აშრაფ ჰაკიმი („პარი სენ-ჟერმენი“) - 484 ქულა
7. კილიან მბაპე („რეალი“) - 378 ქულა
8. კოულ პალმერი („ჩელსი“) - 211 ქულა
9. ჯანლუიჯი დონარუმა („პარი სენ-ჟერმენი“/„მანჩესტერ სიტი“) - 172 ქულა
10. ნუნუ მენდეში („პარი სენ-ჟერმენი“) - 171 ქულა
11. პედრი - „ბარსელონა“ - 124 ქულა
12. ხვიჩა კვარაცხელია - „ნაპოლი“/„პარი სენ-ჟერმენი“ - 123 ქულა
13. ჰარი კეინი - „ბაიერნი“ - 112 ქულა
14. დეზირე დუე - „პარი სენ-ჟერმენი“ - 74 ქულა
15. ვიკტორ დიოკერეში - „სპორტინგი“/„არსენალი“ - 56 ქულა
16. ვინიუსიუს ჟუნიორი - „რეალი“ - 51 ქულა
17. რობერტ ლევანდოვსკი - „ბარსელონა“ - 49 ქულა
18. სკოტ მაკტომინეი - „ნაპოლი“ - 45 ქულა
19. ჟოაუ ნევეში - „პარი სენ-ჟერმენი“ - 40 ქულა
20. ლაუტარო მარტინესი - „ინტერი“ - 37 ქულა
21. სერუ გირასი - „ბორუსია“ დორტმუნდი - 25 ქულა
22. ალექსის მაკალისტერი - „ლივერპული“ - 21 ქულა
23. ჯუდ ბელინგემი - „რეალი“ - 21 ქულა
24. ფაბიან რუისი - „პარი სენ-ჟერმენი“ - 20 ქულა
25. დენზელ დუმფისი - „ინტერი“ - 20 ქულა
26. ერლინ ჰოლანი - „მანჩესტერ სიტი“ - 18 ქულა
27. დეკლან რაისი - „არსენალი“ - 13 ქულა
28. ვირჯილ ვან დეიკი - „ლივერპული“ - 7 ქულა
29. ფლორიან ვირცი - „ბაიერი“/„ლივერპული“ - 5 ქულა
30. მაიკლ ოლისე - „ბაიერნი“ - 4 ქულა