პორტუგალიაში, მადეირას არქიპელაგის კუნძულ პორტუ-სანტუზე, სენიორ მოჭადრაკეთა რიგით 32-ე მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა.

წარმატებით იასპარეზა მსოფლიო ჩემპიონატზე 1962-1978 წლების მსოფლიო ჩემპიონმა და სენიორთა მსოფლიო ჩემპიონატების რვაგზის გამარჯვებულმა ნონა გაფრინდაშვილმა. მან  +65 კატეგორიაში პირველი-მეორე ადგილები გაიყო  გერმანელ ბრიჯიტ ბურხარდთან, თუმცა მას დამატებითი მაჩვენებლით ჩამორჩა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ტურნირის მონაწილე სხვა ქართველ მონაწილეთა შედეგები ასეთია:

ქალები +50
9. სოფიო ტერელაძე

კაცები +65
10. ზურაბ სტურუა

კაცები +50
8. მიხეილ კეკელიძე