ლონდონში უიმბლდონის დიდი სლემის საკვალიფიკაციო წრის შეხვედრები დაიწყო.
უიიმბლდონის დიდი სლემის ტურნირის საკვალიფიკაციო წრის პირველი შეხვედრა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (N128) ესპანელ პაბლო ლიამს რუისს (N569) 6:3, 4:6, 6:3 მოუგო და მეორე წრეში ჩინელ ჩაკ მან კოულმენ ვონგს (N172) შეხვდება.
უიმბლდონის ტურნირის მონაწილე მეორე ქართველი ჩოგბურთელი, საბა ფურცელაძე (N253), თავის პირველ შეხვედრას ესპანელ დომინიკ სტრიკერთან (244)გამართავს