ასტანაში ATP 250-ის 1/8-ფინალური შეხვედრები დაიწყო.

ქართველი ჩოგბურთელის, მსოფლიო რეიტინგში 128-ე ადგილზე მყოფი ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე 1/8-ფინალურ შეხვედრაში მსოფლიო რეიტინგის 71-ე ჩოგანი, არგენტინელი ფასუნდო  დიაზ აკოშტა იყო.

შეხვედრა ქართველმა ჩოგბურთელმა ორ სეტში  მოიგო.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - ფასუნდო დიაზ აკოშტა 6:2, 6:4

1/4-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი რუს ანდრეი რუბლიოვს (№ 22) და ფრანგ ადრიან მანარინოს (№79) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მოამზადა რაულ კაპანაძემ