ჩინეთის ქალაქ ჩენდუში პროფესიონალ ჩოგბურთელთა 250-იანი ტურნირის ნახევარფინალური შეხვედრები დაიწყო
პირველ ნახევარფინალურ წყვილში ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ესპანელ ალეხანდო დავიდოვიჩ-ფოკინასთან (მსოფლიო რეიტინგის 29-ე ნომერი) წააგო.
ნიკოლოზ ბასილაშვილი - ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინა 6:4, 4:6, 3:6
აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP ფინალში ბოლოს 2022 წლის 19 თებერვალს ითამაშა დოჰაში. მაშინ მან ფინალი ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტთან დათმო.
ჩენდუს ტურნირის ფინალში ალეხანდრო დავიდოვიჩ - ფოკინა ხორვატ ჰუბერტ ჰურკაჩს (მსოფლიო რეიტინგის 41-ე ნომერი) და კანადელ დენის შაპოვალოვს (მსოფლიო რეიტინგის 46-ე ნომერი) შორის გამარჯვებულს შეხვდება
მოამზადა რაულ კაპანაძემ




