დიდი ბრიტანეთის ქალაქ შეფილდში გრძელდება ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატი.

კაცთა შორის თავისუფალი პროგრამით ასპარეზობისას ქართველმა მოციგურავემ, ნიკა ეგაძემ, რომელიც მოკლე პროგრამით შეჯიბრების შემდეგ პირველ ადგილზე იყო, კარიერაში საუკეთესო შედეგი აჩვენა (181,72), პირველი ადგილი დაიკავა, ორივე პროგრამაში ერთად  273,00 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.


ევროპის ჩემპიონატი დღეს ყინულზე ცეკვის ოსტატთა ასპარეზობით დასრულდება. ქართველ ყინულზე ცეკვის ოსტატებს, დიანა დევის და გლებ სმოლკინს თავისუფალი პროგრამით ასპარეზობის წინ 78,67 ქულით მე-6 ადგილი უკავიათ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ჩემპიონატზე წყვიოლთა შორის ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემიონები ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა გახდნენ.