იტალიის სერია A-ში მეორე წრის პირველი ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა.

ერთპიროვნულმა ლიდერმა „ნაპოლიმ" ქულებით გვარიანად ჩამორჩენილ უახლოეს მდევართაგან ერთ-ერთი, „რომა" მიიღო სახლში.

შეხვედრის პირველი ნახევრის მე-19 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ ვიქტორ ოსიმჰენმა გახსნა ანგარიში.

მეორე ნახევრის 29-ე წუთზე შტეფან ელ შაარავიმ ანგარიში გაათანაბრა.

86-ე წუთზე ჯოვანი სიმეონემ გადამწყვეტი გოლი გაიტანა

„ნაპოლი" - „რომა" 2:1(1:0)
გოლები: 17' ვიქტორ ოსიმჰენი, 74' შტეფან ელ საარავი 1:1, 86' ჯოვანი სემიონე 2:1
69-ე წუთზე ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელია ელიფ ელმასით შეცვალა


1. „ნაპოლი” 20 16-2-1 48:15 53
2. „ინტერი” 20 13-1-6 40:26 40
3. „ლაციო” 20 10-5-4 36:16 38
4. „ატალანტა” 20 11-5-4 39:23 38

5. „მილანი” 20 11-5-4 37:29 38
6. „რომა” 20 11-4-5 26:18 37
7. „უდინეზე” 19 7-7-5 27:21 28
8. „ტორინო” 20 7-6-7 21:22 27
9. „ბოლონია” 20 7-5-8 26:30 26

10. „ემპოლი” 20 6-8-6 19:24 26
11. „მონცა” 20 7-4-9 25:28 25

12. „ფიორენტინა” 20 6-6-8 22:26 24
13. „იუვენტუსი" 20 11 5 4 30:17 23*
14. „სალერნიტანა” 20 5-6-9 25:38 21
15. „სასუოლო” 20 5-5-10 23:31 20

16. „ლეჩე” 20 4-8-8 19:24 20
17. „სპეცია” 20 4-6-11 17:32 18
18. „ვერონა” 19 3-3-13 17:31 12
19. „სამპდორია” 20 2-3-15 8:34 9
20. „კრემონეზე” 20 0–8-12 15:35 8

* იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ფედერალურმა სასამართლომ “იუვენტუსი" წარდგენილი საბუღალტრო დოკუმენტაციის გაყალბებაში ცნო დამნაშავედ და 15 ქულა დააკლო.


ბომბარდირები:
ვიქტორ ოსიმჰენი(„ნაპოლი") - 14 გოლი
ადემოლა ლუკმენი („ატალანტა") - 12 გოლი (3 პენალტიდან)
ლაუტარო მარტინესი („ინტერი) - 11 გოლი (1 პენალტიდან)