ალბანეთის ქალაქ დურესში ჭაბუკი და ახალგაზრდა ძალოსნების ევროპის ჩემპიონატი გრძელდება.
ჭაბუკ (20 წლამდე ასაკის) ძალოსანთა 77კგ წონით კატეგორიაში ნანა ხორავამ სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა. იგი მცირე ვერცხლის მედლის მფლობელი ატაცში და აკვრაში გახდა, ორჭიდის ჯამში კი მან დიდი ვერცხლის მედალი მოიპოვა.




