მსოფლიო თასის ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალური შეხვედრები დასრულდა.
კოსოვოში თურქეთმა შეხვედრა მეორე ტაიმის მერვე წუთზე გატანილი ქერემ აქთურქოღლუს გოლიო მოიგო და 24 წლის შემდეგ კვლავ მოიპოვა მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება.
კოსოვო - თურქეთი 0:1(0:0)
გოლი: 53' ქერემ აქთურქოღლუ
პოლონეთმა შვედეთში ორჯერ შეძლო ანგარიშში ცამორჩენის აღმოფხვრა, შეხვედრის 88-ე წუთზე ვიქტორ დიოკერესის მიერ გატანილი გოლის გასაქვითად კი დრო აღარ ეყო.
შვედეთი - პოლონეთი 3:2(2:1)
გოლები: 20' ენტონი ელანგა 1:0, 33' ნიკოლა ზალევსკი 1:1, 44' გუსტავ ლაგერბილკე 2:1, 55' კაროლ სვიდერსკი 2:2, 88' ვიქტორ დიოკერესი 3:2
ბოსნია და ჰერცეგოვინაში მასპინძლებმა მე-15 წუთზე გაშვებული გოლი შეხვედრის დასრულებამდე 11 წუთით ადრე გაქვითეს და თამაში გადაიყვანეს დამატებით დროში, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. პენალტების სერიაში მასპინძლებმა იმარჯვეს.
იტალია ზედიზედ მესამედ ვერ ხვდება ფინალურ სტადიაზე.
ბოსნია და ჰერცეგოვინა - იტალია დ.დ.1:1(1:1, 0:1) პენალტები 4:1
გოლები: 15' მოიზე კინი 0:1, 79' ჰარის ტაბაკოვიჩი 1:1
გაძევება: 41' ალესანდრო ბასტონი (იტალია, წითელი ბარათი)
ჩეხეთმა სახლში დანიას პენალტების სერიაში სძლია
ჩეხეთი - დანია დ.დ.2:2(1:1, 1:0) პენალტები 3:1
გოლები: 3' პაველ შულცი 1:0, 72' იოაჰიმ ანდერსენი 1:1, ლადისლავ კრეიჩი 2:1, 111' კასპერ ჰოეგი 2:2




