აშშ-ში გრძელდება ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.
ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ სიეტლის „ლუმენ ფილდზე“ მასპინძელთა გუნდს, „სიეტლ საუნდერს“, დაუპირისპირდა.
ფავორიტად მიჩნეულმა პარიზელებმა მონდომებულ მასპინძელთა წინააღმდეგობა უპრობლემოდ დაძლიეს და ხვიჩა კვარაცხელიას და აშრაფ ჰაკიმის გოლებით გამარჯვება მოიპოვეს.
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის პირველი ქართული გული შეხვედრის პირველი ნახევრის 35-ე წუთზე ერთობ ექსტრავაგანტურად გავიდა. მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებული კუთხური მასპინძლებმა მოიგერიეს. ბურთი ვიტინიას მიუვდა და მან საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა კარის მიმართულებით. საჯარიმოში მეკარისგან ზურგით მდგომი ხვიჩა კვარაცხელიამ იფიქრა, რომ ბურთს ზუსტად კარში მოხვედრაში უშლიდა ხელს და შეეცადა გვერდზე გაწეულიყო, თუმცა ვერ მოასწრო და ბურთი მისი ზურგიდან რიკოშეტით გავიდა კარში.
ხვიჩა კვარცხელია (Flashscore 7,8) ლუის ენრიკემ 64-ე წუთზე ბრედლი ბარკოლათი შეცვალა.
„საუნდერსი“ - „პარი სენ-ჟერმენი" 0:2(0:1)
გოლები: 35' ხვიჩა კვარაცხელია 0:1, 66' აშრაფ ჰაკიმი 0:2
B ჯგუფის მეორე შეხვედრაში მადრიდის „ატლეტიკომ“ რიო-დე-ჟანეიროს „ბოტაფოგო“ 1:0 დაამარცხა. ურთიერთშეხვედრებში გოლების უკეთესი თანაფარდობის წყალობით ჯგუფში პირველ ადგილზე „პარი სენ-ჟერმენი“ გავიდა, მეორეზე კი „ბოტაფოგო".
„ატლეტიკო“ - „ბოტაფოგო“ 1:0(0:0)
გოლი: 87' ანტუან გრიზმანი
A ჯგუფში ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა და შემდგომ ეტაპზე თამაშს უფლება სან-პაულუს „პალმეირასის“ და მაიამის „ინტერის" გუნდებმა მოიპოვეს.
„ინტერი“ მაიამი - „პალმეირასი“ 2:2(1:0)
გოლები: 16' ტადეო ალენდე 1:0, 65' ლუის სუარესი 2:0, 80' პაულინიო 2:1, 87' მაურისიო 2:2
„პორტუ“ - „ალ აჰლი“ კაირო 4:4(1:2)
გოლები: 15' ვესამ აბუ-ალი 0:1, 23' როდრიგო მორა 1:1, 45+2' ვესამ აბუ-ალი, თერთმეტმეტრიანიდან 1:2, 50' უილიამ გომეში 2:2, 51' ვესამ აბუ-ალი 2:3, 53' სამუ 3:3, 63' მუჰამედ ალი ბენ რომდჰანე 3:4, 89' პეპე 4:4
მერვედფინალში ერთმანეთს „პარი სენ-ჟერმენი“ და „ინტერი“ და „პალმეირასი“ და „ბოტაფოგო“ შეხვდებიან