ხვალ, ბელგრადში, თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატი იწყება.
დღეს გამართული წილისყრის შედეგად მეტოქეები სატურნირო ბადეში გადანაწილდნენ და დაწყვილდნენ.
57კგ 1/16 ფინ. რობერტ დინგაშვილი - ვლადიმირ ეგოროვი (მაკედონია)
61კგ 1/8 ფინ. შოთა ფარტენაძე - ნორიკ ჰარუთინიანი (სომხეთი)/ანდრეი ბეკრენევი (ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია)
65კგ 1/16 ფინ. ედემი ბოლქვაძე - ითან მიკინ ტომაპა აგიგი (გუამი)
70კგ კვალიფ. გიორგი ბოლქვაძე - ტემულეენ ენხტუია (მონღოლეთი)
74კგ კვალიფ. ავთანდილ კენჭაძე - ზაურ სიდაკოვი (ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია)
79კგ 1/8 ფინ. ვლადიმერ გამყრელიძე - ალანს ამიროვსი (ლატვია)/ფრანსისკო კადიმა (ანგოლა)
86კგ 1/16 ფინ. ტარიელ გაფრინდაშვილი - ჰაიატო იშიგური (იაპონია)
92კგ 1/8 ფინ.მირიან მაისურაძე - რუსტამ შოდიევი (უზბეკეთი)/მიხალ იან ბელიავსკი (პოლონეთი)
97კგ 1/16 ფინ. გივი მაჭარაშვილი - მაგომედგაჯი ნუროვი (მაკედონია)
125კგ 1/16 ფინ. გენო პეტრიაშვილი - ბალი სოუ (კამბოჯა)
57-65-74-86-97-125 კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავეები მსოფლიო ჩემპიონატის მედლებთან ერთად ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების მოსაპოვებლადაც იბრძოლებენ. ხუთ-ხუთი საუკეთესო მოჭიდავე თითოეული წონიდან ოლიმპიური თამაშების საგზურს მოიპოვებს.