ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. საქართველოს ნაკრების წარმომადგენელთაგან პირველი ანასტასია გუბანოვა გამოვიდა.
მან ქალთა შორის მოკლე პროგრამა მაღალ დონეზე წარმოადგინა და მსაჯებისგან 69.92 ქულა დაიმსახურა. ეს მაჩვენებელი საკმარისი აღმოჩნდა ფინალში ასპარეზობის უფლების მოსაპოვებლად.
ანასტასია გუბანოვა თავისუფალ პროგრამას 27 მარტს წარმოადგენს. შეჯიბრება 21 საათზე დაიწყება და პირეაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.








