მილანის ოლიმპიურ თამაშებზე  ფიგურულ სრიალში გუნდური პირველობის ფინალურ ეტაპზე დასრულდა ქალთა შორის თავისუფალი პროგრამით ასპარეზობა.  

საქართველოს წარმომადგენელმა ანასტასია გუბანოვამ თავისუფალი პროგრამით ასპარეზობა 140,17 ქულით დაასრულა, მე-2  ადგილი დაიკავა და გუნდს 9 ქულა მოუტანა. 


კაცთა თავისუფალი პროგრამით ასპარეზობის წინ საქართველოს 50 ქულა აქვს და მესამე ადგილზე გასვლის და ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებს.