მონტენეგროს ქალაქ პეტროვაცეში ჭადრაკში ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრები დასრულდა.

ლიდერთა ჯგუფში მყოფმა, ტურნირზე პირველ ნომრად განთესილმა ბელა ხოტენაშვილმა წინა ტურში მოსაგებ უკრაინელ ნატალია ბუკსასთან მოსაგებ პოზიციაში შეხვედრის ყაიმით დასრულების შემდეგ დღეს იტალიელ მარინა ბრუნელოს სძლია.

აგრეთვე მოგებით დაასრულეს პარტიები  მერი არაბიძემ გერმანელ ჰანა მარი კლეკთან, ნია დოღვანმა გერმანელ ფიონა ზიბერთან  და  სალომე მელიამ ხორვატ ტიჰანა ივეკოვიჩთან.

ლელა ჯავახიშვილი უკრაინელს ინა გაპონენკოს შეუთანხმა ყაიმზე, დიანა ლომია ჩეხ ნატაშა რიხტეროვას, ელენე წოწონავა კი აზერბაიჯანელ აიან ალაჰვერდიევას.

ლილე ქორიძემ წააგო შეხვედრა პოლონელ იოლანტა ზავადსკასთან. 

ხუთი ტურის შემდეგ 4,5-4,5 ქულით რუმინელი ირინა ბულმაგა და პოლონელი ოლივია კიოლბასა ლიდერობენ.

ბელა ხოტენაშვილი ლიდერებს 0,5 ქულით ჩამორჩება.

ჩემპიონატის მონაწილე სხვა ქართველ მოჭადრაკეებს ასეთი შედეგები აქვთ:

მერი არაბიძე, ლელა ჯავახიშვილი - 3,5-3,5 ქულა თითოეულს;
ნია დოღვანი, სალომე მელია - 3,0-3,0 ქულა თითოოეულს;
დიანა ლომიძე - 2,5 ქულა;
ელენე წოწონავა - 2,0 ქულა.