ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში დასრულდა თავისუფალი სტილით მოჭიდავეა ასპარეზობა წლის მეორე სარეიტინგო ტურნირზე

 ტურნირის სტარტზე გამოსული 14 ქართველი მოჭიდავიდან მედალი ორმა მოიპოვა.

92 კგ წონით კატეგორიაში მირიან მაისურაძემ ფინალური შეხვედრა ირანელ ამირ ჰოსეინ ფირუზპურთან 1:11 წააგო და ვერცხლის მედალი მოიპოვა

79 კგ წონით კატეგორიაში ლუკა ჩხიტუნიძე ამერიკელ კამარონ ნაზემ ამინეს ფრედ დასრულებულ შეხვედრაში ცნეს გამარჯვებულად და იგი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

97 კგ კატეგორიაში წონაში გამარჯვება აბდულრაშიდ სადულაევმა მოიპოვა. მან პირველი ორი შეხვედრაში ბეჭებზე გაკრა მეტოქეები, ნახევარფინალში 92 კგ წონაში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონი ყაზახი რიზაბეკ აიტმუხანი 14:3 დაამარცხა, ფინალში კი თანაგუნდელს, მუხამედ-ტახირ ხანიევს 10:4 მოუგო. 

ამავე წონაში ამერიკელი კილ სნაიდერი მეოთხედფინალში ხანიევთან 4:10 დამარცხდა. მან ბრინჯაოს მედალი უნგრელი რიჩარდ ვეგის 10:0 დამარცხების და რეპეშაჟის ფინალში აზერბაიჯანელი  მაგომედხა მაგომედოვის ტრავმის გამო გამოუცხადებლობის შემდეგ მოიპოვა. 

ქართველი მოჭიდავე ანდრო მარგიშვილი ყაზახ რიზაბეკ აიტმუხან საკვალიფიკაციო წრეში 5:8 დამარცხდა.

გუნდურ ჩათვლაში საქართველო მეხუთე ადგილზე გავიდა.

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე რუსებმა 4 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.