უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ოთხივე განმეორებით მეოთხედფინალური შეხვედრა დასრულდა

ლონდონში ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ მიუნხენის „ბაიერნმა" სახლში იოზუა კიმიხის მიერ 63-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით სძლია „არსენალს" და ნახევარფინალში გავიდა.


შეხვედრის დასაწყისში გაშვებული გოლის შემდეგ „მანჩესტერ სიტი" აშკარა უპირატესობას ფლობდა, თუმცა მხოლოდ 76 წუთზე შეძლო ანგარიშის გათანაბრება და ვინაიდან პირველი შეხვედრა მადრიდში ასევე ფრედ (3:3) იყო დასრულებული, დამატებით დრო დაინიშნა.

უპირატესობას კვლავ მასპინძლები ფლობდნენ, „რეალი" კი  კონტრშეტევებით პასუხობდა, მაგრამ ვერცერთმა გუნდმა გოლის გატანა ვერ შეძლო და ნახევარფინალისტის ვინაობა პენალტების სერიით გაირკვა. „რეალის" მეკარე ანდრე ლუნინმა ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია, „მანჩესტერ სიტის" მეკარე ედერსონმა კი მხოლოდ ერთი და  ნახევარფინალში მადრიდელები გავიდნენ

„მანჩესტერ სიტი" - „რეალი" 1:1(0:1, 1:1), პენალტებით 3:4
გოლები: 12' როდრიგო 0:1, 76' კევინ დე ბრეინე 1:1


გუშინ გამართულ შეხვედრებში „პარი სენ-ჟერმენმა" და დორტმუნდის ბორუსიამ მოიპოვეს ნახევარფინალის საგზურები.

ამრიგად, ნახევარფინალში ფრანგული, გერმანული და ესპანური კლუბები გავიდნენ. ფინალის საგზურისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდებიან „პარი სენ-ჟერმენი და დორტმუნდის „ბორუსია" და „ბაიერნი" და „რეალი"