ესპანეთის ლა ლიგაში პირველი წრის ბოლო ტურის ცხრა შეხვედრა დასრულდა.

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია" გასავარდნ ზონაში მყოფ „ვალიადოლიდს" სტუმრობდა. 

„ვალენსიამ" რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა, „ვალიადოლიდს" კი კარის აღება გიორგი მამარდაშვილმა არ დაანება. შეხვედრა უშედეგოდ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 90-ე წუთზე მასპინძელთა ნახევარზე მყოფი ჯასტინ კლიუვერტი ზედმეტად გაერთო ბურთის ტარებით, დაკარგა, შემდეგ კი წამის მეასედით დააგვიანა ბურთზე სრული კონტროლის დაბრუნება, ზურგს უკან მყოფი მცველის ბურთზე შეხება და პასის გაკეთება ვერ დაბლოკა და მასპინძელთა სწრაფ კონტრიერიშს კართან ახლოს ჩაწოდებულ ბურთზე თავით თამაში  და გოლი მოჰყვა.

„ვალენსიამ" ბოლო ოთხი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი ქულა აიღო და სატურნირო ცხრილში გასავარდნ ზონასთან ახლოს ჩაჩოჩდა.  

„მადრიდის „რეალმა" სახლში „რეალ სოსიედადთან" სტუმართა მეკარის კარგი თამაშის და გარკვეული უიღბლობის გამო ვერ მოიგო და „ბარსელონას" უკვე ხუთი ქულით ჩამორჩება.

„ვალიადოლიდი" - „ვალენსია" 1:0(0:0)
გოლი: 90' კაილ ლარინი


„რეალი" - „რეალ სოსიედადი" 0:0

 

„ალმერია" - „ესპანიოლი" 3:1(1:0)
გოლები: 21' ლუის სუარესი 1:0, 61' ლეო ბაპტისტაო 2:0, 72' ფრანცისკო პორტილიო 3:0, 90+3' ხოსელუ 3:1

„კადისი" - „მალიორკა" 2:0(2:0)
გოლები: 10' ტეო ბონგონდა 1:0, 38' ალექს ფერნანდესი, თერთმეტმეტრიანიდან 2:0

„ჟირონა" - „ბარსელონა" 0:1(0:0)
გოლი: 61' პედრი

„სევილია" - „ელჩე" 3:0(3:0)
გოლები: 29' იუსეფ ელ-ნესირი 1:0, 43' მარკუს აკუნია 2:0, 45+3' იუსეფ ენ-ნესირი 3:0
გაევება: 41' პედრო ბიგასი („ელჩე", წითელი ბარათი)


„ხეტაფე" - „ბეტისი" 0:1(0:0)
გოლი: 86' ხორხე იგლესიასი, თერთმეტმეტრიანიდან

„ოსასუნა" - „ატლეტიკო"  0:1(0;0)
გოლი: 74' საული


„სელტა" - „ატლეტიკი" 1:0(0:0)
გოლი: 71' იაგიო ასპასმა


1. „ბარსელონა” 18 15-2-1 37:6 47
2. „რეალი” 18 13-3-2 38:16 42
3. „რეალ სოსიედადი” 19 12-3-4 28:18 39
4. „ატლეტიკო” 19 10-4-5 28:16 34
5. „ვილიარეალი” 18 9-4-5 21:13 31
6. „რეალი” ბეტისი 18 9-4-5 20:14 31
7. „ოსასუნა” 19 8-4-7 18:18 28

8. „ატლეტიკი” 19 7-5-7 25:20 26
9. „რაიო ვალეკანო” 18 7-5-6 24:22 26
10. „მალიორკა” 19 7-4-8 15:18 25
11. „ალმერია” 19 6-4-9 23:29 22

12. „ჟირონა” 19 5-6-8 26:29 21
13. „სევილია” 19 5-6-8 18:29 21
14. „ვალენსია” 18 5-5-8 25:21 20
15. „ესპანიოლი” 19 4-8-7 22:26 20
16. „სელტა” 19 5-5-9 18:29 20
17. „ვალიადოლიდი” 19 6-2-11 14:28 20
18. „კადისი" 19 4 7 8 14-29 19
19. „ხეტაფე” 19 4-5-10 16:26 17
20. „ელჩე" 19 0-6-13 12:39 6

ბომბარდირები:
რობერტ ლევანდოვსკი („ბარსელონა") - 13 
ხოსელო („ესპანიოლი") - 11 (3 პენალტიდან)
იაგო ასპასი („სელტა") - 9 გოლი (1 პენალტიდან)
ქარიმ ბენზემა („რეალი") - 9 (3 პენალტიდან)
ბორხა იგლესიასი („ბეტისი") - 9 გოლი (4 პენალტიდან")