გერმანიის ბუნდესლიგაში პირველი ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

ლუკა ლოჩოშვილის „კიოლნმა“ სახლში „ჰოფენჰაიმი“ მიიღო და შეუპოვარი ბრძოლის შემდეგ გამარჯვება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ეს ბუნდესლიგის ბოლო თხუთმეტ შეხვედრაში მოპოვებული მხოლოდ მეორე გამარჯვებაა (ორი მოგება, ექვსი ფრე და შვიდი წაგება). 

დღევანდელ მატჩში „კიოლნი“ ორჯერ აგებდა. თუმცა, 72-ე და 82-ე წუთებზე თაის დალინგა დუბლი შეასრულა და სტუმრები დამწუხრა.

ლუკა ლოჩოშვილი  (flashscore - 7.0) მინდორზე პირველიდან ბოლო წუთამდე იყო.

„კიოლნი“ - „ჰოფენჰაიმი“ 3:2(1:1)
გოლები: 27' ადამ დაღიმი 0:1, 51' საიდ ელ მალა 1:1, 67' ოზან ქაბაქი 1:2, 72' და 82' თაის დალინგა 2:2 და 3:2
57-ე წუთზე მაქს მერშტედტის („ჰოფენჰაიმი“) დარტყმული თერთმეტმეტრიანი მარვინ შვაბემ მოიგერია

„ბაიერნი“ - „შტუტგარტი“ 5:1(1:0)
„ელვესბერგი“ - „ბაიერი“ 3:2(2:0)
„მაინცი“ - „პადერბორნი“ 0:0
„ლაიფციგი“ - „მიონხენგლადბახი“ 3:0(1:0)
„უნიონ ბერლინი“ - ფრანკფურტი“ 3:3(1:2)

მოამზადა რაულ კაპანაძემ