ბათუმის მერიის, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს, და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ ბათუმში ხე-მცენარეები სპეციალიზებული ტექნის საშუალებით დამუშავდა.
გორგილაძის, ზუბალაშვილის, ჯავახიშვილის, ფიროსმანის და ინასარიძის ქუჩებზე წამლობითი ღონისძიებები ორ ეტაპად, გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ჩართულობით შესრულდა. სამუშაოები უსაფრთოების წესების სრული დაცვით განხორციელდა. ქალაქში წამლობითი ღონისძიებები 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება და მავნებლის მიერ დაზიანებული ყველა კერა დამუშავდება.
სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ამერიკული თეთრი პეპლის (Hyphantria cunea) საწინააღმდეგოდ კომპლექსურ ღონისძიებებს (მონიტორინგი, მცენარეული საფარის დამუშავება) სისტემატურად ახორციელებს. მავნებელი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფიქსირდება.
მიმდინარე წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე დამუშავებულია 3900 ჰექტარი ფართობი.









