გავაანალიზე „ჩელსის“ თამაში, რომელმაც ცოტა ხნის წინ კონფერენს ლიგა მოიგო. ლონდონელებს ენცო მარესკას სახით ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავთ, მათთან ადვილი შეხვედრა არ გველის, - ამის შესახებ „პარი სენ-ჟერმენის“ მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ განაცხადა.
„ძალიან კარგია, როდესაც საქმეები კარგად მიდის, ჩვენს გულშემატკივარს დიდ ბედნიერებას ვანიჭებთ. ვიცი, რომ მწვრთნელის საქმიანობა შედეგების მიხედვით ფასდება, ეს თამაშის წესია.
ვაღიარებ, რომ ალბათ, ბევრს მაკრიტიკებდნენ, მაგრამ კრიტიკა მეტ მოტივაციას მაძლევს. შესაძლოა, როგორც მწვრთნელისთვის ეს ჩემი საუკეთესო სეზონია, მაგრამ ამისთვის ფინალში გამარჯვებაა საჭირო. მნიშვნელოვანია, რომ 100%-იანი მონდომებით ვითამაშოთ. „ჩელსი“ ძლიერი გუნდია და მასთან წარმატებას მხოლოდ გუნდური თამაშით მივაღწევთ.
ვინც ფიქრობს, რომ ჩვენ ფავორიტები ვართ, ფეხბურთი კარგად არ ესმის. გავაანალიზე „ჩელსის“ თამაში, რომელმაც ცოტა ხნის წინ კონფერენს ლიგა მოიგო. ლონდონელებს ენცო მარესკას სახით ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავთ, მათთან ადვილი შეხვედრა არ გველის“, – განაცხადა ლუის ენრიკემ.
„პარი სენ-ჟერმენისა“ და ლონდონის „ჩელსის“ ფინალური მატჩი 13 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
თარგმანი: პირველი არხი