გერმანიის ბუნდესლიგაში ოცდამეცხრე ტურის შეხვედრები დასრულდა.

ლევერკუზენის „ბაიერმა" შენ ბრემენის „ვერდერი" გაანადგურა და ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე მეტოქეებისთვის მიუწვდომელი გახდა.

მიუნხენის „ბაიერნის" თერთმეტწლიანი ჰეგემონია დასრულდა, „ბაიერი" კი ისტორიაში პირველად გახდა ბუნდესლიგის ჩემპიონი.


აღსანიშნავია, რომ ხაბი ალონსომ მწვრთნელის რანგში პირველად მოიგო ჩემპიონატი.