საუდის არაბეთში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი ძალოსნობაში.
ასპარეზობის დასკვნით ეტაპზე ფიცარნაგზე +109 კგ წონითი კატეგორიების ძალოსნები გამოდიოდნენ.
შეჯიბრებაზე ბრწყინვალედ იასპარეზა ქართველმა ძალოსანმა, ორგზის ოლიმპიურმა და ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონმა, ძალოსნობის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო შედეგის მქონე (ატაცი 225კგ; აკვრა 267კგ, ორჭიდი 492კგ) ლაშა ტალახაძემ. მან ატაცში 220კგ-ით მოიპოვა ოქროს მედალი, აკვრაში 253კგ-ით, ორჭიდის ჯამში კი 473კგ-ით.
ლაშა ტალახაძე მეშვიდედ გახდა მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი.
ლაშა ტალახაძე პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც სპორტის ოლიმპიურ სახეობები შვიდჯერ შეძლო მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედლის მოპოვება
ატაცი
1. ლაშა ტალახაძე (საქართველო) - 220კგ
2. გორ მინასიანი (ბაჰრეინი) - 213კგ
3. ვარაზდატ ლალაიანი (სომხეთი) - 212კგ
აკვრა
1. ლაშა ტალახაძე - 253კგ
2. სიმონ მარტიროსიანი (სომხეთი) - 250კგ
3. ალი დაუდი (ირანი) - 249კგ
ორჭიდი
1. ლაშა ტალახაძე - 473კგ
2. ვარაზდატ ლალაიანი (სომხეთი) - 460კგ
3. გორ მინასიანი (ბაჰრეინი) - 459კგ