24 სექტემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კრწანისის ომში დაღუპულ მეომრებს და სასულიერო პირებს იხსენებს.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის კურთხევის შემდეგ, 300 არაგველის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება 24 სექტემბერს კრწანისში, 27 სექტემბერს კი ჟინვალში (სადაც ერეკლე მეორის შესაპყრობად აღა-მაჰმად-ხანი მდევრის დამარცხება მოხდა) იმართება.

XVIII საუკუნის მიწურულს საქართველოს დაუპირისპირდა სპარსეთი. დიდებულმა ერეკლე მეორემ დახმარებისთვის მიმართა რუსეთს და გააფორმა ყველასთვის ცნობილი გეორგიევსკის ტრაქტატი, რომლის ავ-კარგობის შესახებ, დღესაც ორად იყოფა მოსახელობის აზრი. ამ ტრაქტატის თანახმად, რუსეთი საქართველოს უნდა დახმარებოდა სამხედრო შემოტევის შემთხვევაში.

1795 წელს, საქართველოსკენ დაიძრა ღა–მაჰმად–ხან ყაჯარი, 35 000 მებრძოლით. ის სონღალუღთან 8 სექტემბერს დაბანაკდა. ერეკლე II მხოლოდ 5 000 მეომარის შეკრება

შესძლო, მაგრამ მხედართმთავრების წყალობით მათი გამოყენება ისე შესძლო, რომ მტერმა ქართველთა სიმცირი ვერ გაიგო. 3 წაგებული ბრძოლის შემდეგ ხანი გაბრუნდა თბილისიდან, მაგრამ სიხარული ნაადრევი იყო, რადგან, როგორ ყოველთვის ქართველებს შორის გამოჩნდა მოღალატე, რომელმაც ამცნო ხანს მებრძოლთა სიმცირის შესახებ. სპარსელთან ჯარი მობრუნდა უკან, თან გზად უკვე აღნიშნავდა გამარჯვებას. ისინი ისე მალე დაბრუნდნენ თბილისში რომ,

მეფემ ვერ შესძლო ჯარის შეკრება, ის მხოლო მოხალისეთა რაზმის იმედათ დარჩა. ამ რაზმის შემადგელობაში შედიოდა 300 ფშავ–ხევსურისა და არაგველი გლეხი, რომლებმაც ბრძოლის წინ ფიცი დადეს : "თუ ბედმა გვიღალატა და ვერ დავძლიეთ მტრის

ძალა, შერცხვენილი იყოს, ვინც ჩვენგანი ცოცხალი თავით შინ დაბრუნდეს. ან გამარჯვება მტერზე ან სიკვდილი ბრძოლის ველზე“–ო. მათ იცოდნენ რომ გადარჩენის შანსი არ იყო, მაგრამ არ შეშინდნენ, მოწინავე რაზმის ადგილი დაიკავეს და მტერს ვაჟკაცურად შეეგებნენ. მათი დამსახურებით გადაურჩა

ერეკლე II ტყვეობას. ყველანი იქვე დაიხოცნენ ვაჟკაცურად.

მიუხედავად წაგებული ბრძოლისა, სამასივე არაგველის სახელი სამუდამოდ დარჩება საქართველოს ისტორიაში.

ეს მეომრები, მაშინ როდესაც დიდებულები იმალებოდნენ და ხელსაც კი არ ამოძრავებდნენ ქვეყნის გადასარჩენად გმირულად და გააზრებულად დაიხოცნენ. ეს არის სწორედ გმირობა, მათ არ უფიქრიათ სიმდიდრეზე და დროებით "თავისუფლებაზე", მათ არჩიეს ღისება და ვაჟკაცობა. ისინი მუდამ თავისუფალები იქნებიან და მათ არავინ დაივიწყებს, მათგან განსხვავებით ვინც უმოქმედოდ ელოდა როდის დაიპყრობდნენ და ბრძოლაც კი არ სურდათ.

ბრძოლიდან 100 წელი იყო გასული, რომ წმინდანად შერაცხულმა კათოლიკოს–პატრიარქმა კირიონმა აღნიშნა გმირულად დაღუპული 300 არაგველის ხსოვნა და იქ მდებარე წმიდა ნიკოლოზის ტაძარში საგანგებო წირვა აღავლინა, ხოლო შემდეგ თბილისის სამღვდელოებამ ფართო საზოგადოებასთან ერთად კრწანისის ბრძოლის ველზე დაცემულ გმირთა სულის საოხად დიდი პანაშვიდი გადაიხადა. ქართველმა მამულიშვილებმა ილია ჭავჭავაძის თაოსნობით ეს დღე უდიდეს ეროვნულ დღესასწაულად გადააქციეს.

„ამ წმინდა ადგილზე ჩვენ უნდა დავდგათ მუდმივად ანთებული კანდელები, რათა ყოველმა გამვლელმა გაიხსენოს 300 არაგველი და ის გმირები, რომლებიც სამშობლოს თავისუფლებისთვის დაიღუპნენ", – ეს სიტყვები საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა წარმოთქვა უკვე 2008 წელს, როცა 300 არაგველი საქართველოს ეკლესიამ წმინდანთა დასში შერაცხა, როცა ჩვენი მხედრული, საგმირო ისტორიის დღესასწაული დაწესდა და ტრადიციად დამკვიდრდა.