თბილისში მიმდინარე ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე დასრულდა ფინალური შეხვედრა 73 კგ წონით კატეგორიაში.
ფინალურ შეხვედრაში ლაშა შავდათუაშვილმა აზერბაიჯანელი ჰიდაიტ ჰეიდაროვი შიდოებით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის მედლის მფლობელი გახდა.
1. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)
2. ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი)
3. ბილალ ჩილოღლუ (თურქეთი)
3. დაიან ბულემტაფესი (საფრანგეთი)
შეგახსენებთ, რომ ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური თამაშების ოქროს (2012), ვერცხლის (2020) და ბრინჯაოს (2016), მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს (2021) და ევროპის ჩემპიონატის ოქროს (2013) მედლის მფლობელია.




