ლივერპულში გრძელდება მოკრივეთა მსოფლიო ჩემპიონატი.
ახლახან დასრულდა შეხვედრა 65 კგ წონით კატეგორიაში ლაშა გურულს და ირლანდიელ დინ კლენსის შორის.
ქართველი მოკრივის უპირატესობა აშკარა იყო. მან მეტოქე 5:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.
10 სექტემბერს მეოთხედფინალში გასავლელად გიორგი ყუშიტაშვილი (85კგ) იბრძოლებს. მისი მეტოქე ყაზახი ბექზად ნურდაულეტოვი იქნება