იტალიის სერია A-ში მეორე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

ფლორენციაში „ფიორენტინას“ გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ სტუმრობდა.

მასპინძლებმა თიქოსდა ცუდად არ გამოიყურებოდნენ, მაგრამ ერთი მხრივ მათ ცოტა ბედი არ სწყალობდა, მეორე მხრივ კი დებიუტანტთა თითქმის ყველა შეტევა სახიფათო იყო, რამაც, საბოლოო ჯამში, მასპინძელთა კოშმარული მარცხი განაპირობა.

გიორგი კვერნაძე (flashscore - 8.0) მინდორზე პირველიდან ბოლო წუთამდე იყო. იგი მასპინძელთა კარში გატანილი პირველი გოლის თანაავტორი და მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო.

„ფიორენტინა“ - „ფროზინონე“ 0:3(0:2)
გოლები: 26' ანტონიო რაიმონდო (გიორგი კვერნაძე) 0:1, 38' გაბრიელე ბრაკალია 0:2, 63' ანტონიო რაიმონდო 0:3

აღსანიშნავია, რომ „ფიორენტინას, რომელიც დღეს „სტადი არტემიო ფრანკიზე“ ასი წლის იუბილეს აღნიშნავს (საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად სტადიონზე იმყოფებოდნენ ლეგენდები: გაბრიელ ბატისტუტა, მანუელ რუი კოშტა და კლაუდიო რანიერი), სახლში ზედიზედ ჩატარებულ ცხრა შეხვედრაში 4 მოგება და 5 ფრე ჰქონდა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ