ყოფილმა პატიმარმა, ლერი ბერიტაშვილმა გადაცემაში „ღია ეთერში“ გაიხსენა, თუ რა მეთოდებით ხორციელდებოდა ზეწოლა ციხეში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში.

„რასაც ჩვენ ციხეში გავდიოდით, მას სახელი არ აქვს, წამალი რომ მოგვეთხოვა, წამებას გავდიოდით. დიახ, უნდა შევადაროთ ის წლები დღევანდელ დღეს. ეს შედარება აუცილებელია, რადგან ამ თაობამ, შეიძლება ნაკლებად იცის, მაშინ რა ხდებოდა. მე, საერთოდ უდანაშაულომ ისეთი წამება გავაირე, გულის სარქველების გადანერგვა დამჭირდა. დენით მაწამეს. ასევე შვილი აწამეს ჩემს თვალწინ. ახალგაზრდებო, შეეკითხეთ მშობლებს, ჩვენ რა გავაირეთ და დღეს რა ხდება იმ ციხეებში“, - აღნიშნა ყოფილმა პატიმარმა.