ხაშურის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დასასრულს მიუახლოვდა.
დღეს, 21 თებერვალს, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები ხალების ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდა.
მოქალაქეებმა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ერთობლივად იმსჯელეს პრიორიტეტულ პრობლემებზე და დასახეს მათი გადაჭრის გზები.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ კრებებზე მოსახლეობამ შემდეგი პრიორიტეტები გამოკვეთა: დიდი და პატარა ხალებში, მიწობში და ღვრია წყალში ბეტონის გზა მოეწყობა, ღართასა და სარტყელაში სოფელში მისასვლელი გზები მოწესრიგდება, ხცისში მოქალაქეებმა პრიორიტეტი შიდა საუბნო გზების მოწესრიგებას მიანიჭეს, კრისხევში კი წყლის სისტემის რეაბილიტაცია გადაწყდა.
„სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში, სოფლის კრებებზე ადგილობრივების მიერ დასახელებული პროექტები დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.
ამით, ხაშურის მუნიციპალიტეტში დასრულდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის კრებები და კონსულტაციები.