იტალიის სერია A-ში ოცდამეექვსე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

სერია A-ს ერთპიროვნული ლიდერი „ნაპოლი" საკუთარ მოედანზე ბერგამოს „ატალანტას" შეხვდა.

წინა ტურში საკუთარ მოედანზე „ლაციოსთან" დამარცხების შემდეგ „ნაპოლის" გამარჯვება უპირველეს ყოვლისა ფსიქოლოგიური ტონუსის სასურველი კონდიციის სრულად აღდგენისთვის ესაჭიროებოდა.

აშკარა სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად შეხვედრის პირველ ნახევარში „ნაპოლიმ" გოლის გატანა ვერ შეძლო.

მეორე ნახევრის მე-15 წუთზე მასპინძლებმა სტუმრების შეტევის წამოწყების მცდელობა ჩაშალეს და შემდეგ ოსიმჰენმა ბურთი მასზე ოდნავ წინ მყოფ კვარაცხელიას მიაწოდა, მან რამდენიმე სწრაფი მოძრაობით მცველები დააბნია,  სტუმართა ნახევარი გუნდის გარემოცვაში მყოფმა მოახერხა ძლიერი და ზუსტი დარტყმით გოლის გატანა და „დიეგო არმანდო მარადონამ" მისი სახელის სკანდირება დაიწყო.

77-ე წუთზე სტუმართა კართან დანიშნული კუთხურის შემდეგ დიეგო რაჰმანიმ თავური დარტყმით ანგარიში ორამდე გაზარდა.

 1. „ნაპოლი” 26 22-2-2 60:16 68
2. „ინტერი” 26 16-2-8 47:30 50
3. „ლაციო” 25 14-6-5 41:19 48
4. „რომა” 25 14-5-6 31:21 47

5. „მილანი” 25 14-5-6 42:32 47
6. „ატალანტა” 26 12-6-8 42:30 42
7. „იუვენტუსი" 25 15 5 5 40:20 35*
8. „უდინეზე” 26 8-11-7 34:30 35

9. „ბოლონია” 25 10-5-10 31:34 35
10. „ტორინო” 25 9-7-9 27:29 34
11. „მონცა” 25 9-5-11 30:35 32
12. „ფიორენტინა” 25 8-7-10 29:31 31
13. „სასუოლო” 25 8-6-11 30:37 30

14. „ემპოლი” 26 6-10-10 23:34 28
15. „ლეჩე” 25 6-9-10 24:29 27
16. „სალერნიტანა” 25 6-7-12 28:44 25
17. „სპეცია” 26 5-9-12 23:42 24
18. „ვერონა” 25 4-6-15 20:37 18
19. „სამპდორია” 25 2-6-17 11:39 12

20. „კრემონეზე” 25 1–9-15 21:46 12

* იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ფედერალურმა სასამართლომ “იუვენტუსი" წარდგენილი საბუღალტრო დოკუმენტაციის გაყალბებაში ცნო დამნაშავედ და 15 ქულა დააკლო.

ბომბარდირები:
ვიქტორ ოსიმჰენი(„ნაპოლი") - 19 გოლი
ლაუტარო მარტინესი („ინტერი) - 14 გოლი (1 პენალტიდან)
ადემოლა ლუკმენი („ატალანტა") - 12 გოლი (3 პენალტიდან)
მბალა ნზოლა  („სპეცია") - 12 გოლი (3 პენალტიდან)
ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი") - 11 გოლი (1 პენალტიდან)