ოზურგეთის „მერცხალის“ მთავარი მწვრთნელი, ხარიტონ ჩხატარაშვილი „აიპრესთან“ საუბარში აცხადებს, რომ მედიასაშუალებები მცადრ ინფორმაციას ავრცელებს და მისი გუნდი, რუსეთის პარაოლიმპიურ ნაკრებთან, არა 5:0, არამედ 4:0 დამარცხდა.
ამასთან, გურულთა ნაკრების თავკაცი განმარტავს, რომ რუსებს, ნაკრებში არც ცალხელა და არც ცალფეხა არავინ ჰყოლიათ და საკმაოდ კარგად მომზადებული გუნდია.
„არასწორად ავრცელებენ ინფორმაციას, 5:0 არ წაგვიგია, ჯერ ერთი 4:0 დამთავრდა. შეგიძლიათ, აჭარის ტელევიზიის სიუჟეტი ნახოთ 24 ივლისის. ჩვენ ვითამაშეთ 7-7-ზე ამხანაგური თამაში და არა დიდი ფეხბურთი. იქანე რომ ნახავთ სიუჟეტს, არავინ არ არის შეზღუდული შესაძლებლობების, არც ცალფეხაა ვინმე და არც ცალხელა“, - განაცხადა ჩხატარაშვილმა.