გერმანიის ბუნდესლიგა 2-ში მეთექვსმეტე ტურის შეხვედრები დაიწყო.
„კარლსრუემ“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი „რეგენსბურგი“ 4:2 დაამარცხა.
ბუდუ ზივზივაძემ, რომლის თამაშიც Flasscore-მ ორივე გუნდის ფეხბურთელებს შორის ყველაზე დიდი შეფასებით (8,1) გამოარჩია, პენალტი ვერ გამოიყენა, თუმცა ორი ბურთი გაიტანა და ბომბარდირთა სიას 11 გატანილი გოლით ერთპიროვნულად ლიდერობს.
„კარლსრუე“ - „რეგენსბურგი“ 4:2(1:1)
გოლები: 19' კრისტიან კულვერტი, თერთმეტმეტრიანიდან 0:1, 45+2 ბუდუ ზივზივაძე 1:1, 49' ერიკ ჰოტმანი 1:2, 56' მარვინ ვანიცეკი, თერთმეტმეტრიანიდან 2:2, 62' ბუდუ ზივზივაძე 3:2, 86' ფაბიან შლოისნერი 4:2
46-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძის დარტყმული თერთმეტმეტრიანი მეკარე მოიგერია.
ბომბარდირთა დავაში ბუდუ ზივზივაძე უახლოეს მდევრებს ორი ბურთით უსწრებს.