ათლეტიკის მწვრთნელმა, მამუკა ნუცუბიძემ, ესპანეთში Joe Weider's Olympia Amateur-ის შეჯიბრებაზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

“ოცნებები სრულდება! 
მეგობრებო, არ ვიცი, როგორ გადმოვცე ის სიხარული და სიამაყე, რასაც ახლა ვგრძნობ! 
ესპანეთში გამართულ Joe Weider’s Olympia Amateur-ზე ვიასპარეზე და... გავიმარჯვე! 
ეს უბრალოდ დაუჯერებელია, ჩემი ოცნება რეალობად იქცა.” - წერს მამუკა ნუცუბიძე სოციალურ ქსელში.