საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის 2024/2025 წლის სეზონი „ქუთაისის“ გამარჯვებით დასრულდა. თსუ-სთან ფინალური სერიის ბოლო, მე-5 მატჩი ქუთაისელებმა საკუთარ მოედანზე 93:82 მოიგეს.
„ქუთაისის“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 30 ქულა გიორგი კორსანტიას ჰქონდა. მან 10 მოხსნაც ჩაიწერა და შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა. 23 ქულასა და 14 მოხსნას მოუყარა თავი აკაკი დვალიშვილმა. თსუ-ს 19 ქულა დევონტრეი ტომასმა შესძინა, ასევე 19 ქულა ჰქონდა ალექსანდრე ფევაძეს.
აღსანიშნავია, რომ თსუ-სთან ფინალურ სერიაში „ქუთაისი“ პირველი ორი მატჩის შემდეგ 0:2 მარცხდებოდა, თუმცა ორთამაშიანი ჩამორჩენა იმერულმა გუნდმა აღმოფხვრა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.