დღეს, მადრიდში, „რეალსა" და „მანჩესტერ სიტის" შორის უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართება.

„მანჩესტერ სიტის" ყოფილი თავდასსხმელი სერხიო აგუერიო ყოველთვის ნერვიულობს თავის გუნდის მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ, მაგრამ ამჯერად მას ნერვიულობისთვის კიდევ უფრო მეტი საბაბი აქვს. სარხიო აგუერომ გარისკა და 10 000-დოლარიანი ფსონი შეხვედრაში 2,75-ზე მეტის გოლის გატანაზე დადო, რაც იმას ნიშნავს, რომ „ინდეპენდენტეს", მადრიდის „ატლეტიკოს", „მანჩესტერ სიტის", „ბარსელონას" და არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მატჩში არანაკლებ სამი გოლის გატანას ვარაუდობს და მისი ვარაუდის გამართლების შემთხვევაში 18 900 დოლარ მოგებას ელოდება.

შეხვედრა ეს-ესაა დაიწყო და გოლი უკვე გავიდა. ანგარიში მე-2 წუთზე ბერნარდო სილვამ გახსნა.